კლიენტთა ლოიალობის სისტემა ბოქსეტისაგან!

19.05.23

2023 წლის აგვისტოდან, თითოეული მომხმარებელი, რომელიც სარგებლობს ბოქსეტ ჯორჯიას სერვისებით, მიიღებს დამატებით ბენეფიტებს ჩვენი სპეციალურად შემუშავებული სამოტივაციო სისტემის საშუალებით.

ბოქსეტის გუნდის მიზანია, რომ ჩვენი სერვისების გამოყენება იყოს მაქსიმალური სარგებლის მომტანი ჩვენი მომხმარებლებისათვის. აქედან გამომდინარე,  შემუშავდა სპეციალური სტატუსების სისტემა. აღნიშნული  სტატუსების მინიჭება ხდება თითოეული ადამიანისათვის, რომელიც იყენებს ბოქსეტის სერვისებს. სტატუსის დონე კი გამომდინარეობს  სარგებლობის სიხშირიდან. ჯამურად, ბოლო 12 თვის მანძილზე, დაგროვილი ქულების რაოდენობის მიხედვით, მომხმარებლებს ენიჭებათ შემდეგი სტატუსები:

• Gold  - 31-200 ქულა

• Platinum - 201-500 ქულა

• VIP - 501+ ქულა

ქულები გროვდება შემდეგი პრინციპით: 1 ამანათი = 1 ქულა; ან 2 კგ = 1 ქულა, რომელიც უფრო მეტია. მაგალითად, თუ აგზავნით 1 ამანთს, რომელიც იწონის 300 გრამს, დაგემატებათ ბალანსზე 1 ქულა. ხოლო თუ აგზავნით 1 ამანათს, რომელიც იწონის 3 კგ-ს, თქვენს ბალანსზე დაგემატებათ 1.5 ქულა.

სამოტივაციო სისტემის შემოღების მომენტისათვის, ბოქსეტის ყველა არსებულ მომხმარებელს მიენიჭება სტატუსი ბოლო 12 თვის მონაცემების შესაბამისად, მომდევნო 3 თვის ვადით, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ უკვე შეგიძლიათ ისარგებლოთ თქვენი სტატუსის შესაბამისი ფასდაკლებით. სტატუსების შემდგომი ცვლილება კი მოხდება შემდეგი პრინციპით:

• თუ რომელიმე თვეში, ბოლო 12 თვის მანძილზე, დაგროვილი ქულების ჯამური რაოდენობა საკმარისი იქნება უფრო მაღალი სტატუსის მისაღწევად, ავტომატურად შეგეცვლებათ სტატუსი უფრო მაღალით, რომელიც იმოქმედებს კიდევ 3 თვე.

• თუ მომდევნო 3 თვის მანძილზე, ვერც ერთ თვეში მოხერხდება მიმდინარე სტატუსისათვის საკმარისი ქულების დაგროვება, მოხდება სტატუსის შემცირება იმ ნიშნულამდე, რომელსაც აკმაყოფილებს თქვენს მიერ ბოლო 12 თვეში დაგროვილი ქულები.               

თითოეული სტატუსის მქონე მომხმარებელი, ყოველი თვის ბოლოს, ბოქსეტში არსებულ ბალანსზე მიიღებს ქეშბექს, შემდეგი პროცენტული  ოდენობით:

• Gold – 5%

• Platinum – 7%

• VIP – 10%

დაგროვილი ქულების ოდენობის შესახებ ინფორმირება მოხდება ელექტრონულ ფოსტაზე, ყოველი თვის ბოლოს.

უახლოეს მომავალში, გარდა სტატუსებისა, დაგროვილი ქულების გამოყენება შესაძლებელი გახდება  დამატებით უამრავი საჩუქრის, სურპრიზისა და ფასდაკლების მისაღებად.

დააგროვეთ ქულები ბოქსეტში და მიიღეთ ფასდაკლებები ჩვენს ყველა სერვისზე.

Related posts