პოპულარული კითხვები

პოპულარული კითხვები

საქართველოდან ამანათის გაგზავნა ბოქსეტის საშუალებით, მხოლოდ რამდენიმე წუთს წაგართმევთ:

  1. არეგისტრირებთ გზავნილს ჩვენს საიტზე
  2. მოგაქვთ ბოქსეტის ფილიალში, ან იზახებთ ჩვენს კურიერს
  3. იხდით გზავნილის ღირებულებას პირად კაბინეტში ან ჩვენს ოფისში და ამანათი მიემართბა დანიშნულების ქვეყნისაკენ.

 

 

 

 

 

 

ბოქსეტის თბილისის ოფისი მუშობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00-მდე. 

 

ამანათის ტრანსპორტირების ღირებულება დამოკიდებულია მის წონაზე, ზომასა და დანიშნულების ქვეყანაზე. კონკრეტული გზავნილის ტარიფი შეგიძლიათ, გამოითვალოთ ჩვენს საიტზე არსებულ კალკულატორზე. 

ამანათების ტრანსპორტირების ვადები, საქართველოდან ამერიკის მიმართულებით არის საშუალოდ 10-12 სამუშაო დღე (თუკი ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ მოხდა ტვირთის შეფერხება ტრანზიტის პროცესში)

 

ტრანზიტის ვადა საქართველოდან ევროკავშირის მიმართულებით არის 7-8 სამუშაო დღე, ხოლო დანარჩენი მსოფლიოს მიმართულებით - 14 სამუშო დღიდან

 

საქართველოდან ამერიკაში, გზავნილის მინიმალური დაანგარიშებადი წონა არის 250 გრამი. ევროკავშირსა და მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებში, მინიმალური წონა არ არის განსაზღვრული.

ამანათის ტრანსპორტირების ღირებულება ითვლება ფიზიკურ და მოცულობით წონას შორის მაქსიმალურ მაჩვენებელზე.  კონკრეტული გზავნილის ღირებულების დაანგარიშება შეგიძლიათ საიტზე განთავსებული კალკულატორით. 

ნებისმიერ ამანათზე შეგიძლიათ, აირჩიოთ შემდეგი დამატებითი სერვისები:

  • გარანტირება - თქვენი ამანათი დაზღვეული იქნება ტრანსპორტირების მანძილზე, მის სრულ დეკლარირებულ ღრებულებაზე. სერვისის საკომისიო შეადგენს ამანათის ღირებულების 2.5%-ს. გარანტირება ანაზღაურებს როგორც გზავნილის დაზიანებით, ასევე მისი დაკარგვით  მიყენებულ ზარალს.

 

  • ხელმოწერის სერვისი - გზავნილის მიმღები ხელმოწერით ადასტურებს ამანათის ჩაბარებას. სერვისის ღირებულება დამოკიდებულია არჩეულ საკურიერო სერვისზე და  USPS შემთხვევაში შეადგენს 5$-ს, Fedex-ის შემთხვევაში - 7.5$-ს.

ერთეული ამანათის მაქსიმალური დასაშვები ფიზიკური წონა შეადგენს 30 კილოგრამს.  სიგრძე + (სიმაღლე+სიგანე)*2 არ უნდა აღემატებოდეს 274 სანტიმეტრს.

 

უფრო მძიმე ტვირთების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ კალკულაციისათვის.

 

 

მსხვრევადი ან გაბარიტული ნიტების გაგზავნისას გაითვალისწინეთ, რომ შეფუთვა პასუხობდეს საერთაშორისო სტანდარტებს:

 

  • გამოიყენეთ შესაფუთი მასალები საკმარისი რაოდენობა
  • გაამახვილეთ ყურადღება, რომ ნივთი იყოს მყარად დაფიქსირებული ყუთში და არ მოძრაობდეს
  • გამოიყენეთ დამატებითი ბუშტებიანი პაკეტები

 

აღნიშნული სერვისის არჩევისას გზავნილი იზღვევა დეკლარირებულ ღირებულებაზე და საკომისიო შეადგენს ამ თანხის 2.5%-ს. სადაზღვეო შემთხვევად ითვლება გზავნილის დაზიანება ან დაკარგვა. 

 

თუკი სერვისი არ იყო ამანათზე არჩეული, ამანათის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, მატერიალური ზარალის ანაზრაურება არ ხდება.

 

 

ჩვენი პარტნიორები, ამერიკაში არიან ისეთი საფოსტო სერვისები, როგორიცაა USPS, Fedex და UPS.

ეს ზალიან მარტივია!  ჩვენი მომსახურების საფასური შეგიძლიათ, გადაიხადოთ თქვენს პირად კაბინეტში, ან ჩვენს ფილიალში უნაღდო ანგარიშსწორების გზით.

 

გზავნილის შესახებ აქტუალური ინფორმაცია შეგიძლიათ გადაამოწმოთ თქვენს პირად კაბინეტში. ამანათის სტატუსის თითოეულ ცვლილებაზე ასევე მიიღებთ შეტყობინებას ელექტორნული ფოსტის საშუალებით.

ამერიკის შეერტებულ შტატებში, საბაჟო ლიმიტი შეადგენს 800 აშშ დოლარს. ამანათები, რომელთა ღირებულებაც აღემატება აღნიშნულ ოდენობას, ითვლება კომერციულ ტვირთად და ექვემდებარება განბაჟებას. 

 

ჩვენი ლოგისტები დაგითვლიან ნებისმიერი სახის ტვირთის განბაჟებას.

 

ქვემოთ მოყვანილია ამერიკაში იმპორტისათვის აკრძალული ნივთების ჩამონათვალი. ამ სიიდან რაიმეს გადაგზავნის მცდელობამ შეიძლება გამოიწვიოს კრიმინალური პასუხისმგებლობა, ჯარიმა და პატიმრობაც კი:

•აეროზოლები, საშუალებები, რომლებიც შეიცავენ დეზედორანტს ( სუნამოები, ლაქი, დეზოდორანტები და ა.შ...) - აკრძალულია ავია გადაზიდვა.

• საშიში საგნები: იარაღი და სათადარიგო ნაწილები / მისი აქსესუარები ( ოპტიკა, პეინტბოლის სათამაშო იარაღი), ასაფეთქებელი ნივთიერებები, ფეიერვერკები, რადიოაქტიური მასალები, იარაღის და საბრძოლო მასალების დაშლილი კომპონენტები.

•ავტო სათადარიგო ნაწილები ( ძრავები, გენერატორები, რედუქტორები ან ნებისმიერი მათი მაწილები, რომლებიც შეიცავენ ნავთობპროდუქტებს, გაზის ამორტიზატორები, უსაფრთხოების ბალიშები, აკუმულატორები და ა.შ.) - აკრძალულია ავიაგადაზიდვა

• ცეცხლმაქრობი, სამაშველო ჟილეტები ან ბრონეჟილეტები

• კასტიკური და აალებადი ნივთიერებები ( საღებავები, წებოები, ქიმიური ნივთიერებები, ადვილადაალებადი ფისოვანი გამხსნელები, სითხეები, შეკუმშული ჰაერი, პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ ნებისმიერ გაზებს, მჟავებს, ლაქს...) - აკრძალულია ავიაგადაზიდვა.

•საყოფაცხოვრებო საქონელი, რომლებიც შეიცავს ადვილად აალებად ან აგრესიულ სითხეებს - აკრძალულია ავიაგადაზიდვა.

•ლითიუმის ელემენტები ( იმ შემთხვევების გამოკლებით, როდესაც ლითიუმის ბატარეები შედის ტელეფონის, ლეპტოპის, პლანშეტის ან სხვა ელექტრომოწყობილობის ქარხნულ კომპლექტში) - აკრძალულია ავიაგადაზიდვა

*ცოცხალი ან არაცოცხალი ცხოველები, თესლები, მცენარეთა ნერგები, მინერალური ქვების ნიმუშები - საჭიროა ლიცენზია

•მაგნიტები ან საგნები, რომლებიც შეიცავს ფერომაგნიტურ მასალებს -აკრძალულია ავიაგადაზიდვა

•ფული ან აქციები, ობლიგაციები, ანტიკვარიატი (სურათები, მონეტები და ა.შ.), ძვირფასი ლითონები

 

• პასპორტები, დაბადების მოწმობები, საბუთები, წერილები, ფასიანი ქაღალდები

•პორნოგრაფიული მასალა

•წამლები, მედიკამენტები - საჭიროა ლიცენზია

•თამბაქო და თამბაქოს ნაწარმი, თამბაქოს ნაწარმის აქსესუარები, ელექტრონული სიგარეტები და მისი შემადგენლები - საჭიროა ლიცენზია

•ცხოველების ტყავი, ქურქები, სპილოს ძვალი და სპილოს ძვლის ნაკეთობა - საჭიროა ლიცენზია

•სასმელები - საჭიროა ლიცენზია

•ალკოჰოლი - საჭიროა ლიცენზია

•ნებისმიერი ცხოველის საკვები - საჭიროა ლიცენზია

•სამხედრო უნიფორმა და მისი შემადგენლობები - საჭიროა ლიცენზია

•ყველა საქონელი, რომელთათვისაც ამერიკის კანონმდებლობით საჭიროა ლიცენზია იმპორტისათვის ( ასეთი ლიცენზიის წარმოდგენის გარეშე)

•სამხედრო დანიშნულების საქონელი - საჭიროა ლიცენზია

•საქონელი, რომელსაც ჭირდება სპეციალური ტემპარატურული რეჟიმი

•შეურაცხმყოფელი და ქსენოფობიური მასალები, საქონელი, რომელიც პროპაგანდას უწევს ან იწონებს ძალადობას, სიძულვილს, რასობრივ, სექსუალურ ან რელიგიურ თავშეუკავებლობას, ან აპიარებს ორგანიზაციებს ასეთი შეხედულებებით.

•ნარკოტიკული საშუალებები და აკრძალული ნივთიერებები, აგრეთვე პრეპარატები, რომლებიც უნდა გაიცემოდეს მკაცრად ლიცენზიით.

•სახიფათო ნივთიერებები, ისეთები როგორიცაა ვერცხლისწყლის ბატარეები, გამწმენდები, განკუთვნილი სამრეწველო მიზნებისათვის, ფეიერვერკები და ა.შ.

•პროდუქტები, რომლებიც გამოხატავენ სიშიშვლეს: სამოყვარულო პორნოგრაფია, საქონელი, რომელიც შეიცავს ეტიკეტზე სიშიშვლეს და ა.შ.

•ამაზონზე რამდენიმე კატეგორიაში საქონლის განთავსება მოითხოვს დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენას და ადმინისტრაციასთან შეთანხმებას. კერძოდ, იკრძალება გაყიდვა სანათი მოწყობილობების, საბავშვო საწოლების, სათამაშოების, სამკურნალო საშუალებების, რომელთაც ვერ გაიარეს ლიცენზია აშშ-ში. სათამაშოების გაყიდვა, რომლებიც იარაღის იმიტაციაა, დასაშვებია მხოლოდ ცალკეულ კატეგორიებში და ასევე მოითხოვს წინასწარ შეთანხმებას.

 

გზავნილის სტატუსთან დაკავშირებით, სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია თქვენს პირად კაბინეტში, ჩვენს საიტზე.  ასევე, თქვენ მიიღებთ შეტყობინებას ელექტორნულ ფოსტაზე, ტრანსპორტირების თითოეულ ეტაპზე.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, ჩვენი მენეჯერები სიამოვნებით გაგიწევენ კონსულტაციას.

 

 

გზავნილების განბაჟებასთან დაკავშირებულ ყველა პროცედურას უძღვება ჩვენი ლოგისტების ჯგუფი. 

თუკი გზავნილის ღირებულება არ აღემატება 800 აშშ დოლარს, იგი არ ექვემდებარება დაბეგვრას ამერიკაში. თუკი ღირებულება აღემატება ამ ლიმიტს, მაშინ გზავნილი ითვლება კომერციულ ტვირთად და ექვემდებარება კომერციულ განბაჯებას და დაბეგვრას.

 

 

FBA მოსამზადებელი ცენტრი არის საწყობი, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქციის მიღებას, შენახვას და დამუშავებას ამაზონში გადაგზავნამდე. ჩვენი პრეპ ცენტრი გთავაზობთ ისეთ სერვისებს, როგორიცაა FNSKU კოდების შეცვლა, სეტების ფორმირება, ყუთების მიღბა და გადამისამართება ამაზონში, ინსპექტირება, შენახვა, უკან მობრუნებული და ამაზონიდან გამოტანილი პროდუქციის დამუშავება და ა.შ.

 

FBM სერვისი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს საკუთარი პროდუქციის რეალიზება მესამე პირის საწყობიდან. ჩვენ გაძლევთ საშუალებას, გაყიდოთ საკუთარი პროდუქცია ნებისმიერ სავაჭრო პლატფორმაზე. ჩვენი პროგრამული ინტეგრაცია წამყვან პლატფორმებთან კი უზრუნველყოფს შეკვეთბის დამუშვების ავტომატიზაციას.

FBA მოსამზადებელ ცენტრში შემოსული შეკვეთების დამუშავების დრო მერყეობს 1-3 დღის ფარგლებში, შეკვეთის მოცულობიდან გამომდინარე. 

 

FBM შეკვეთები ჩვენთან მუშავდება იმავე დღეს, თუკი შეკვეთა შემოსულია დილის 11 საათამდე და მომდევნო სამუშაო დღეს, თუკი იგი შემოვიდა 11 საათის შემდეგ. 

 

 

თქვენი ტვირთის ტრანსპორტირება ჩვენს საწყობამდე შეგვიძლია უზრუნველვყოთ ჩვენი ლოგისტიკური არხების საშუალებით, ან თავად შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენთვის მისაღები გზით. 

 

ტვირთის გამოგზავნამდე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი დეტალები: 

 

  1. აუცილებლად გაგვაფრთხილეთ ტვირთის გამოგზავნამდე. აუცილებელია, რომ წინასწარ მოგვაწოდოთ ინფორმაცია პროდუქციის ტიპის, ტვირთის მოცულობისა და წონის შესახებ. 
  2. დარწმუნდით, რომ სატრანსპორტო ზედდებულზე ზუსტადაა მითითებული მიმღების მონაცემები:

 

Name: სახელი, რომლითაც დარეგისტრირებული ხართ ჩვენს სისტემაში

Address line 1:26a Parkway circle

Address line 2: Boxette logistics and fulfillment - კლიენტის სახელი

City: New Castle

Zip code: 19720-4077

State: DE

 

 

თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, ტვირთი შეგვიძლია გავაგზავნოთ ნებისმიერი საფოსტო სერვისის საშუალებით, თუმცა ყველაზე ხშირად ვთანამშრომლობთ ისეთ კომპანიებთან, როგორიცაა USPS, Fedex და UPS.

 

თუკი მყიდველმა უკან მოაბრუნა ჩვენი საწყობიდან გაყიდული ნივთი, ან გსურთ ამაზონის საწყობიდან უკან დაბრუნებული პროდუქციის გამოტანა, ჩვენ სიამოვნებით მივიღებთ და დავამუშვებთ მათ. 

 

საბაზისო დამუშავება გულისხმობს პროდუქციის მიღებას და ზედაპირულ ვიზუალურ დათვალიერებას. სურვილის შემთხვევაში, მზად ვართ, ჩავატაროთ დეტალური ინსპექტირება, თქვენი ტექნიკური დავალების შესაბამისად. 

 

ყველა კითხვა და პასუხი
დასვი კითხვა