სერვისის შესახებ
მიგვაჩნია, რომ მაღალკვალიფიციური კადრები და პირდაპირი კონტრაქტები წამყვან საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანიებთან, არის ჩვენი მთავარი უპირატესობა, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ შემოგთავაზოთ ლოგისტიკური და სასაწყობე სერვისების სრული პაკეტი ჩინეთში
ტრანსპორტირება - საკმაოდ რთულია, იპოვნოთ საიმედო პარტნიორი, რომელიც ამავდროულად შემოგთავაზებთ ჩინეთიდან ტრანსპორტირების სასურველ პირობებს. ჩვენ გთავაზობთ ტრანსპორტირების საუკეთესო ტარიფებს ჩინეთიდან ამერიკისა და მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნების მიმართულებით, როგორც ავია, ასევე ზღვით, რკინიგზითა და ხმელეთით. როგორც სრულ, ასევე ნაკრებ ტვირთზე.
პროდუქციის შერჩევა - ჩინეთში პროდუქტის შერჩევა ერთ-ერთი ყველაზე შრომატევადი პროცესია, რომელსაც შეიძლება 4-6 თვეც კი დასჭირდეს. ის ასევე დაკავშირებულია უხარისხო პროდუქციის ან არაკეთილსინდისიერი მომწოდებლის შერჩევის რისკებთან, რამაც საბოლოო ჯამში ათასობით დოლარის ზარალი შეიძლება გამოიწვიოს. ჩვენ შეგირჩევთ რამდენიმე სანდო მომწოდებელს, რომლებთანაც შეძლებთ პროდუქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებას და ფასზე შეთანხმებას.
ნიმუშების დამზადება - ჩვენ დავამზადებინებთ პოტენციურ მომწოდებლებს პროდუქციის ნიმუშებს და გამოგიგზავნით ჩინეთიდან.
მომწოდებლის ინსპექტირება - მოვახდენთ მომწოდებლის ინსპექტირებას, საწარმოში ჩვენი სპეციალისტების გაგზავნის გზით. წარმოგიდგენთ ფოტო და ვიდეო რეპორტს, ხარისხის კონტროლის რეპორტებს.
პროდუქციის შესყიდვა - თუკი თქვენი მომხმარებელი არ იღებს თანხას უცხოურ ვალუტაში ან სხვა რომელიმე მიზეზით ვერ ახერხებთ პროდუქციის შესყიდვას, ჩვენ შეგვიძლია, სრულად მოვაგვაროთ აღნიშნული პრობლემა.
სასაწყობე სერვისი - ჩვენ შეგვიძლია დავასაწყობოთ თქვენი პროდუქცია ჩინეთში, ჩავუტაროთ ინსპექტირება ბრაკის აღმოსაჩენად, შევფუთოთ და გადავაგზავნოთ ამაზონის საწყობში ან ნებისმიერ მისამართზე, როგორც ამერიკაში, ასევე მთელი მსოფლიოს მიმართულებით.
მუშაობის პრინციპი
ვაორგანიზებთ ტვირთის წამოღებას მწარმოებლისაგან ჩინეთში
ვუტარებთ პროდუქციას ინსპექტირებას
ვაგზავნით ტვირთს დანიშნულების ქვეყანაში
ვაბაჟებთ ტვირთს და მიგვაქვს მისამართზე
რატომ ირჩევენ ბოქსეტს
საუკეთესო ტარიფები და ყველაზე სწრაფი გზავნილები, მთელი მსოფლიოს მიმართულებით
8 წლიანი გამოცდილება საერთაშორისო ლოგისტიკის სფეროში
საკუთარი ოფისები და საწყობები მსოფლიოს 4 ქვეყანაში: აშშ, ჩინეთი, საქართველო, უკრაინა
პროგრამული ინტეგრაცია სავაჭრო პლატფორმებთან, როგორებიცაა Amazon, Shopify, Ebay, Etsy და ა.შ. ისეთ საფოსტო სერვისებთან, როგორებიცაა: USPS, Fedex, UPS და ა.შ.
ტვირთების ლოგისტიკა ჩინეთიდან ამერიკაში და მთელს მსოფლიოში
კლიენტის საჭიროებებზე ორიენტირებული ინდივიდუალური სერვისები
ჩვენი პრინციპია მომსახურების უმაღლესი ხარისხი - ჩვენი თანამშრომლები არიან მხოლოდ მაღალკვალიფიციური პროფესიონალები
- უკრაინა
- საქართველო
- აშშ